აღმოაჩინეს უნიკალური “ჰიპერპარაზიტი”, რომელსაც რქის ფორმა აქვს
ფოტო: Universiti Malaysia Sabah
5
წაკითხვა
მალაიზიელმა მეცნიერებმა ბორნეოს ჯუნგლებში პარაზიტული სოკოს ახალი სახეობა, Pleurocordyceps cornusynnemata, აღმოაჩინეს. ის “ზომბ სოკოებს” ესხმის თავს, რომლებიც მწერებს აინფიცირებს და შემდეგ კლავს. ნიმუშები ქვეყნის ტროპიკული ბიოლოგიისა და კონსერვაციის ინსტიტუტის მკვლევრებმა რამდენიმე საველე გასვლის განმავლობაში შეაგროვეს.
სახეობას “ჰიპერპარაზიტად” მოიხსენიებენ, რადგან იგი მთავარი პათოგენის ეფექტიან პარაზიტირებას ახერხებს. სოკო Pleurocordyceps-ის გვარს მიეკუთვნება.
მათ სამიზნედ ისეთი ჭიანჭველები იქცევიან, რომლებიც Ophiocordyceps-ის, იგივე “ზომბი სოკოს”, მიერ უკვე ინფიცირებულები არიან. ეს უკანასკნელი მწერის ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და მსხვერპლის ქცევას ცვლის, ბოლოს კი კლავს და მისი სხეულიდან იზრდება.
ასევე იხილეთ: “ზომბი” ციკადების აღმოჩენა – სოკოები ამ მწერების გონებაზე კონტროლს ამყარებენ
ამისგან განსხვავებით, ახალაღმოჩენილი ჰიპერპარაზიტი ჭიანჭველას ორგანიზმში აღწევს და Ophiocordyceps-ის ქსოვილებით პირდაპირ იკვებება. ის მეცნიერებმა მაშინ იპოვეს, როცა საბაჰის რეგიონის სამხრეთ ნაწილში საველე სამუშაოს ასრულებდნენ.
იგი ვიზუალურად გამორჩეულია, რადგან რქას მოგვაგონებს. Pleurocordyceps cornusynnemata-ს ყველაზე უჩვეულო მახასიათებელი სწორედ მისი ფორმაა, რადგან ამ ტიპის ჰიპერპარაზიტების შესახებ აქამდეც ვიცოდით.
“ეს თავისი გვარის პირველი ცნობილი წარმომადგენელია, რომელსაც საკმაოდ განსხვავებული, რქის მსგავსი ფორმის სტრუქტურა აქვს”, — აცხადებენ მეცნიერები.
Leptobacillium geminatum: ობობას მკვლელი სოკოს ახალი სახეობა.
ფოტო: Shahbaz et al., N. Z. J. Bot., 2026
საველე სამუშაოებისას მეცნიერებმა ობობას მკვლელი სოკოს ახალი სახეობაც აღმოაჩინეს, რომელიც არაქნიდის მოკვლამდე მის სხეულში სპორებს ავრცელებს. რაც შეეხება Pleurocordyceps cornusynnemata-ს, მკვლევრების თქმით, მას შეიძლება უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდეს როგორც ანტიმიკრობული წამლების, ისე მავნებელი მწერებისთვის ბიოლოგიური კონტროლის საშუალებების დასამზადებლად.ნაშრომი გამოცემაში Phytotaxa გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია2123 ნახვა
კოსმოსური ობსერვატორია დედამიწაზე ვარდება, თუმცა NASA მის გადარჩენას აპირებს1531 ნახვა
რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ1446 ნახვა
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია?1342 ნახვა
2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა1025 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
გადახედვა
ტექნოლოგიები
ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
გადახედვა
ეკოლოგია
გარემოსთვის რომელი უფრო საზიანოა: ელექტრომობილები, თუ საწვავზე მომუშავე მანქანები? — კვლევა
გარემოსთვის რომელი უფრო საზიანოა: ელექტრომობილები, თუ საწვავზე მომუშავე მანქანები? — კვლევა
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები
AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები
გადახედვა
კოსმოსი
აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს — რამ “გააქრო” ის
აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს — რამ “გააქრო” ის
გადახედვა
მედიცინა
პაპილომავირუსის ვაქცინამ ინგლისში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა ნულამდე დაიყვანა
პაპილომავირუსის ვაქცინამ ინგლისში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა ნულამდე დაიყვანა
გადახედვა
Sci-Tech
გრიპის ახალი ვაქცინა “გზაშია” — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა
გრიპის ახალი ვაქცინა “გზაშია” — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა
გადახედვა
კოსმოსი
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს
გადახედვა
კოსმოსი
“ვარდისფერი პლანეტის” ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს
“ვარდისფერი პლანეტის” ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს