აღმაშფოთებელია, რომ საქართველოში სასტიკი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი ადეიშვილი სხვა ქვეყანაში სამართლებრივი სისტემის რეფორმირებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მსჯელობაში მონაწილეობს

აღმაშფოთებელია, რომ საქართველოში სასტიკი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი ადეიშვილი სხვა ქვეყანაში სამართლებრივი სისტემის რეფორმირებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მსჯელობაში მონაწილეობს
„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ბუნდესტაგში საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის გამოჩენას გამოეხმაურა.
როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, აღმაშფოთებელია, რომ საქართველოში სასტიკი რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელი ევროპაში სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე სტრუქტურებთან თანამშრომლობს.
„აღმაშფოთებელია სწორედ ის ფაქტი, რომ ადეიშვილი, რომელიც საქართველოში სასტიკი და ადამიანის უფლებების შემლახველი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი და მაღალჩინოსანი იყო, მონაწილეობს იმ დელეგაციებთან შეხვედრაში, რომლებიც სამართლებრივი სისტემის რეფორმირებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მსჯელობენ. ძალიან კარგია, რომ ჩვენი მხრიდან მისი საქართველოში ექსტრადირებაა მოთხოვნილი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Next: არახამიამ იმ ქვეყნის ენა არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, ყველაზე კარგად იმ ენაზე მეტყველებს რომელთანაც ომი აქვს, ჯიბეში კი ამერიკული პასპორტი უდევს

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს