აღმაშენებელზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის შესასვლელიც ჩააბეტონეს, პირვანდელი სახე დაუბრუნდა

თბილისში, აღმაშენებლის 36-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის ჩასასვლელიც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ჩააბეტონეს, პირვანდელი სახე დაუბრუნდა.
ადგილზე მერიის სამსახური იმყოფებოდა. თუმცა, დაეკისრა თუ არა ვინმეს ჯარიმა, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შეცვლის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საუბარია შენობაზე, რომელიც 1903 წელს აშენდა და იქ გიორგი პლეხანოვი ცხოვრობდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ეს ტერიტორია უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა (სავარაუდოდ, რუსეთის) იქირავეს და შესასვლელი მათ ჩააბეტონეს.
ამჟამად ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ფართი დაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ