აღმასრულებელი და საპარლამენტო ლიდერების მიერ თანამდებობრივი ადგილების გაცვლა ძალიან კარგია პროცესისათვის, იმიტომ, რომ სპეციფიკა, რაც ახასიათებს ამ მიმართულებებს, კიდევ უფრო გაძლიერდა – ეკა სეფაშვილი

სახელისუფლებო გუნდში დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი და პროცესებს დადებით შეფასებას აძლევს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როტაცია, რომელიც ხდება თანამდებობის პირებს შორის, დემოკრატიის ნიშანია.
“სამთავრობო გადაადგილება ადასტურებს ჩვენს გუნდში დემოკრატიის არსებობას, რადგან ეს არის როტაცია, რომელიც ხდება თანამდებობის პირებს შორის. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს თავისი მუშაობას სპეციფიკა.
ფაქტია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არის ძალიან ძლიერი ლიდერი და სხვათა შორის, 12 პრიორიტეტის შესრულებაში, სწორედ ირაკლი კობახიძეს მიუძღვის ლომის წილი. ჩვენ ისე შევასრულეთ 12 პრიორიტეტი, რომ მივიღეთ კიდეც კანდიდატის სტატუსი.
ასეთი ძლიერი ლიდერი როდესაც გადადის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. საპარლამენტო გამოცდილების გადატანა მოხდება გარკვეულწილად აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მეორე მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე ძლიერი ლიდერი , რომელმაც პოსტპანდემიური პერიოდის შემდგომ მოახერხა ქვეყნის ბიუჯეტის საგრძნობლად გაზრდა, ასევე ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლამდე აწევა, გაიზარდა მთელი რიგი სოციალური შემწეობები და პროგრამები და ქვეყანამ მიიღო სტატუსი, აგრძელებს საქმიანობას პარტიაში.
რაც მთავარია, მოვახერხეთ ამ საპარლამენტო და აღმასრულებელი გუნდის ერთობლივი შეთანხმებული მუშაობის შედეგად ქვეყნისათვის ძირითადი საფრთხის თავიდან არიდება, რაც მდგომარეობს იმაში რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. ის ფაქტი, რომ აღმასრულებელი და საპარლამენტო ლიდერები ცვლიან თანამდებობრივ ადგილებს ძალიან კარგია პროცესისათვის, იმიტომ, რომ ეს სპეციფიკა, რაც ახასიათებს ამ მიმართულებებს, კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და თავისთავად ცხადია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ირჩევა უმრავლესობის გუნდის მიერ. ჩვენ აქამდეც ვმოქმედებდით, როგორც გუნდი. საპარლამენტო ინიციატივები ხან შემოდიოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ხან ჩვენი კომიტეტები ამზადებდნენ, მაგრამ მუშაობა მაინც მიმდინარეობდა ერთობლივად. ლიდერების მიერ ადგილების შეცვლა პირიქით, პროცესს გახდის უფრო ღრმას და კონსტრუქციულს, უფრო მონოლითური იქნება გუნდი, უფრო ძლიერი და შეკრული,”-განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება