ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"აღიარონ, რომ სიუჟეტი იყო ცილისმწამებლური" – ღარიბაშვილის ოჯახი TV პირველს უჩივის

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი TV პირველს სასამართლოში უჩივის.
საქმე ეხება 6 აპრილს TV პირველის ეთერში, გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათში გასულ სიუჟეტს, რომელიც ფრანგულ კომპანიასა და შპს ღარიბაშვილის მარანს შორის, დედოფლისწყაროს რაიონში არსებული ღვინის ქარხნის გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულების დადებას ეხებოდა.
საქალაქო სასამართლოში ღარიბაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა სარჩელი უკვე შეიტანა. გიგუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი მიზანია, "თავად TV პირველმა და გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათმა აღიაროს, რომ სიუჟეტი იყო ცილისმწამებლური".
2024 წლის 6 აპრილს TV პირველზე გასული სიუჟეტის თანახმად, ქარხნის შეძენა, ხოლო შემდგომ მისი იჯარით გადაცემა შესაძლო კორუფციულ სქემებს უკავშირდებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.