არქივი15 აგვისტო 2025, 16:51
“აღიარებენ, რომ ჩადებები პოლიციის ჩვეულებრივი პრაქტიკაა. აღიარებენ, რომ პოლიციელები კრიმინალები არიან” – ლევან ღამბაშიძე

“მაგენი ყველანი ნარკამანები არიან.”
ჯერჯერობით ერთი მეორეს მიყოლებით უშვებენ ხალხს, ვისაც ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ. ანუ აღიარებენ, რომ ჩადებები პოლიციის ჩვეულებრივი პრაქტიკაა. აღიარებენ, რომ პოლიციელები კრიმინალები არიან. აღიარებენ, რომ მათთვის ბრძანებების მიმცემები კრიმინალები არიან. აღიარებენ, რომ პოლიტიკური ნიშნიდ ჰყავთ ხალხი დაკავებული. ამ ხალხის უკანონოდ დაკავება რეჟიმის კრიმინალების სინდისზეა.
თქვენ კიდე ამდენი ხნის განმავლობაში უდანაშაულო ხალხზე ყვიროდით რომ დამნაშავეები იყვნენ. ეს თქვენს სინდისზეა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.