ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“აღიარებას ვერ ეღირსებით” – ელენე ხოშტარია

“აღიარებას ვერ ეღირსებით” – ელენე ხოშტარია

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში “ქართულ ოცნებას” მიმართავს.
საკმაოდ სასარგებლოა ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი ქოცების ყურება. პირდაპირ მიგვითითებენ ჩვენი ბრძოლის სისწორეზე და სტრატეგიის შედეგიანობაზე. დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება – ვერ ეღირსებით! ახლა მე იმ ადგილიდან მოგმართავთ, რომელშიც ვითომ იმისთვის ჩამსვით, რომ მაიძულოთ გაღიაროთ. ოღონდ გამოუტყდით თქვენს თავებს, რომ ჩვენ ორს შორის ცუდად თქვენ ხართ და არა მე. „გიყვარვარ თუ გკიდივარ“ კანონის დარეგისტრირება, გროტესკის ახალი მწვერვალია. მთელ ამ მძიმე ამბებთან ერთად, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არ მტოვებს განცდა, რომ მაიმუნი შეიპარა თვითმფრინავის საჭესთან. ბოლომდე!” – წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ქართული ოცნების გუნდის წევრმა, გორდულაძემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, “კონსტიტუციური ორგანოების არცნობის” შესახებ მოწოდება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.