პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხურ ეკლესიაში აღევლინა

საქართველოს სომეხთა თემი უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღდგომას ასევე აღნიშნავენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც.
„აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია, რომელსაც ქრისტიანები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
აღდგომას დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც. საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხურ ეკლესიაში შედგა. ლიტურგიას ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ჰაირაკოფ სააკიანი და თორგომ ვართანიანი უძღვებოდნენ.
საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.