ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„აქ პარტიული დროშები სულ დაბალ ტარიფებზე გვკიდია!“, - დღეს სპორტის სასახლესთან კურიერებმა საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)

„აქ პარტიული დროშები სულ დაბალ ტარიფებზე გვკიდია!“, - დღეს სპორტის სასახლესთან კურიერებმა საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
„აქ პარტიული დროშები სულ დაბალ ტარიფებზე გვკიდია!“, - დღეს სპორტის სასახლესთან კურიერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა „ქართული ოცნების“ დროშიანი კურიერების კადრებმა საზოგადოებაში არასწორი აღქმები შექმნეს. მათივე თქმით, სხვადასხვა დროს კურიერები არაერთ პროტესტს შეუერთდნენ, მათ შორის, ნამოხვანის, ასევე „ევოლუშენის“ თანამშრომლების გაფიცვისას, „ყოველივე ამის გათვალისწინებით, არცერთი ჯანსაღი კურერი ამ მოღალატე ძალას არ დაუჭერს მხარს!“
💭 „დღევანდელი ამ შეკრებით გვინდოდა გვეთქვა საზოგადოებისთვის, რომ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ერთი დღე ვებრძვით ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას და მეორე დღეს ნათი დროშებით დავდივართ 150 ლარის გამო. ჩვენ არ ვეკუთვნით იმ კურიერებს, რომლებიც ბათუმში შეიკრიბნენ და პარტიული დროშები აფრიალეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ“, - ამბობს აქციის მონაწილე ირაკლი მილაძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.