ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან" - "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ

"აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან" - ამ შეძახილებით "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად.
მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვები გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით, შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს.
ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, 130-ზე მეტი მძევალი იმყოფება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.