“აქ, ანაკლიაში, აფხაზეთის უარჰყოფას ვხედავ” – რა (არ) თქვა განათლების მინისტრმა ანაკლიაში? – თამარ ბელქანია –

“აქ, ანაკლიაში, აფხაზეთის უარჰყოფას ვხედავ” – რა (არ) თქვა განათლების მინისტრმა ანაკლიაში? – თამარ ბელქანია
წალენჯიხის მერის მოადგილ, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია:
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც წელს 3000-მდე სტუდენტს უმასპინძლებს განათლების მინისტრმა გახსნა. მის მისასალმებელ სიტყვაში აფხაზეთის და აფხაზეთელების ხსენებაც არ ყოფილა. ხომ უნდა მოახერხო, იყო ანაკლიაში შეხვდე სხვადასხვა უნივერსიტეტების (ამ შემთხვევაში ტექნიკური უნივერსიტეტი) სტუდენტებს და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ხმა არ დაგცდეს, არ ისაუბრო ანაკლიის როლზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგებაში, არ ახსენო ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტთა პრობლემებზე. არ გააჟღერო, რომ საქართველოა. განათლების სისტემა სტრუქტურულად ხომ დაშალეს და ახლა მიმდინარეობს მომავალი- თაობების ცნობიერებიდან აფხაზეთის უბრალოდ გაქრობა. აქვე, ჩვენს თვალწინ, იქ სადაც ყველაზე მეტად ხილული და ხელშესახებია – აფხაზეთის უარყოფას ვხედავ! არადა, აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ანაკლია აუცილებლად შეასრულებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში გადამწყვეტ როლს და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი