აქციის ჩასატარებლად მუნიციპალიტეტის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება გაუქმდა

უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი – მანიფესტაციის ჩატარებამდე 5 დღით ადრე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება – არ შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ პუნქტს.
ამ პუნქტის მიხედვით, თავდაცვის ძალების ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში მყოფი პირების გარდა, ყველას აქვს უიარაღოდ შეკრების უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე.
გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მუნიციპალიტეტის მინიმუმ 5 დღით ადრე გაფრთხილება. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება, ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება