აქციის მონაწილეთა ნაწილი იუსტიციის სახლთან მივიდა, სადაც გზა სკუტერებით და ნაგვის ურნებით გადაკეტეს
საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი მსვლელობით იუსტიციის სახლამდე მივიდა.
პროტესტის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია. შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.
აქციის მონაწილეებს გზა სკუტერებით და ნაგვის ურნებით აქვთ გადაკეტილი.
ამის პარალელურად, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი პარლამენტის წინ და გვერდითა მხარეს კვლავ რჩებიან.
მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, ისინი დაშლას არ აპირებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.