ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას თბილისის სხვადასხვა წერტილიდან მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ შეუერთდა.
პროტესტის ადგილზე მომიტინგეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.
"თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" - სკანდირებენ დემონსტრანტები.
უწყვეტი პროტესტის 65-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან ორი მთავარი მოთხოვნით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.