აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თსუ-სთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს.
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების გასვლის შემდეგ, ტერიტორიის დატოვება დაიწყო სპეცრაზმმა, თუმცა ამ წუთებში, სავარაუდოდ, ჭავჭავაძის გამზირისკენ საპოლიციო ძალები მიემართებიან.
ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. საპოლიციო ძალები ძალადობრივად აკავებდნენ მოქალაქეებს, მათ შორის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებდნენ წყლის ჭავლსა და ე.წ. გაზის კაფსულებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.