აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ – შეკრებილების მოთხოვნაა, აქციაზე გავიდეს პრემიერი ირაკლი კობახიძე

აქციის – “არა რუსულ კანონს” მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტისგაწვევისთვის მიცემული 1-საათიანი ვადა ამოიწურა.
აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლონ.
„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ლევან ცუცქირიძის განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ, ისინი ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევასთან ერთად და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?