აქციის მონაწილეები მსვლელობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით გადაადგილდებიან

თბილისის შემოსასვლელთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით მიემართებიან.
პროტესტის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ აქვთ დაკავებული. გარკვეულ მონაკვეთზე კი, საავტომობილო მოძრაობა გრძელდება.
მათ მსვლელობას წინ პოლიციის კორდონი მიუძღვის.
ამ დროისთვის უცნობია როგორია აქციის მონაწილეების სამოქმედო გეგმა, თუმცა მათ „თბილისი მოლთან“ რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს
ფიზიკური დაპირისპირებისას და შეხლა-შემოხლისას აქციაზე რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული