აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მივიდნენ
სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.
სტუდენტების განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადანაცვლება სიმბოლურია და გადაწყვეტილება მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.
მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი კრიტიკა მიუღებელია.
ამასთან, აქციის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, გარეთ გამოსულიყვნენ და პროტესტი გამოეხატათ.
შეკრებილები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.