ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეები მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ მიემართებიან - რუსთაველის გამზირს ტოვებს სპეცრაზმი, ტერიტორიიდან გაჰყავთ სპეცტექნიკაც

აქციის მონაწილეები მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ მიემართებიან - რუსთაველის გამზირს ტოვებს სპეცრაზმი, ტერიტორიიდან გაჰყავთ სპეცტექნიკაც

აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, ჭავჭავაძის გამზირისკენ მსვლელობით მიემართებიან.
გადაწყვეტილება მომიტინგეებმა სპონტანურად მიიღეს.
აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, რუსთაველის გამზირი დატოვა სპეცრაზმმაც. ტერიტორიიდან გაჰყავთ სპეცტექნიკაც - წყლის ჭავლის მანქანები და სამაშველო სამსახურის ავტომობილი. პარალელურ რეჟიმში მეხანძრეები აქრობენ ცეცხლს ბარიკადებზე.
მანამდე, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე სიმშვიდე იყო - სპეციალური დანიშნულების რაზმს არ გამოუყენებია ე.წ. გაზის კაფსულები, ხოლო აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს მათი მიმართულებით პიროტექნიკის სროლა.
მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან - 28 ნოემბრიდან დედაქალაქში და რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.