აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი არის ის, რომ მუხტი შენარჩუნდეს, შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ

„უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, [რომელიც მოქალაქეებს აფრთხილებს რადიკალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე, რამაც მსხვერპლიც შეიძლება გამოიწვიოს], ასახავს იმას, რაც მანამდეც განუცხადებიათ პრევენციის მიზნით“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი არის ის, რომ მუხტი შენარჩუნდეს, შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ, რათა მასზე ააგონ შემდეგი რადიკალური პროცესი. „უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ინფორმაციები აქვთ და უნდა ჰქონდეთ კიდეც, თუ რას აპირებენ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები.
ეს მტკიცებულებებითაც დასტურდებოდა ხოლმე, მაგალითად, როცა სუს-ი საუბრობდა იმ რევოლუციურ სცენარებზე, რასაც საზღვარგარეთიდან აფინანსებდნენ, [შემდეგ კი ამას სემინარებისა და სწავლებების სახით ვხედავდით]. ახლაც, ვხედავთ, რომ ეს აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი ის არის, რომ მუხტი შენარჩუნდეს. მით უმეტეს, რომ მათი ხელწერა შემდეგი [სლოგანია] – „ორი გვამი მინდა“.
შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ, რათა მასზე ააგონ შემდეგი რადიკალური პროცესი. ამის არაერთი მცდელობა ვიხილეთ – ავარიაში შემთხვევით მოყოლილი ადამიანზე ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ის სახელმწიფოს მსხვერპლი იყო, ასევე, სხვა ადამიანებზე და ა.შ.; შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურმა რა პრევენციული ინფორმაციაც გაავრცელა, ის, სამწუხაროდ, რეალურია. ამიტომ, მოსახლეობა ფხიზლად უნდა იყოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე