ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ

ეს აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ გამორიცხავს, რომ ამ აქციებში მონაწილეობენ პარტიებისგან გამიჯნული პირებიც.
„ორგანიზებას რაც შეეხება, ეს აქციები არის თავიდან ბოლომდე ორგანიზებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ. აქედან, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.