ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილის კერძო ადვოკატმა სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ დააკმაყოფილა

აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილის კერძო ადვოკატმა სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ დააკმაყოფილა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილის კერძო ადვოკატმა ელგუჯა ჯავახიშვილმა სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ დააკმაყოფილა.
ხუსკივაძის განმარტებით, 8 საათია, რაც საქმეს იხილავს და დაცვის მხარე პროცესის ჩაშლისკენ და გაჭიანურებისკენაა მიმართული, ეს რომ არ განმეორდეს, ის აღნიშნულ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს.
შუამდგომლობისას ავსაჯანიშვილმა განმარტა, რომ მას ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განუცხადა, რომ ვინაიდან კერძო ადვოკატი ჰყავს, არ სურს ის საზოგადოებრივმა ადვოკატმა დაიცვას.
ბრალდების მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა, ვინაიდან, მათი განმარტებით, შეთანხმებით არსებული ადვოკატი მონაწილეობას არ იღებდა სხდომაზე.
აღნიშნულის შემდეგ ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, მოსამართლის პოზიცია არც მოუსმენია. მოსამართლის კითხვაზე, ისე გადიოდა, რომ შუამდგომლობაზე პასუხს, არ უსმენდა? ადვოკატმა უპასუხა, რომ "აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც არ დააკმაყოფილებდა".
ამ წუთებში სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ისინჯება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.