არქივი4 ნოემბერი, 2025, 12:24
აქციების დროს დაკავებულების მშობლები და ოჯახის წევრები მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან აქციას მართავენ

აქციების დროს დაკავებულების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საკრებულოს შენობასთან აქციის გამართვის შემდეგ, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან გადაინაცვლეს.
მათი განცხადებით, აქციების მიზანია, საჯარო მოხელეებმა გაიგონ, რომ აქციების დროს დაკავებულები დამნაშავეები არ არიან.
ისინი საჯარო მოხელეებს მიმართავენ, რომ არა რომელიმე პარტიას, არამედ საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ.
აქციის მონაწილეებს, მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის წინ გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.