ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციებზე ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი

აქციებზე ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი

ლუის გრაჩა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი, ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ბოლო დემონსტრაციების დროს ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა.
ასევე მოვუწოდებ ყველა დემონსტრანტს, გამოიყენონ მშვიდობიანი პროტესტის უფლება კანონის უზენაესობის პატივისცემით, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ხაზს ვუსვამ, პოლიციას აქვს მოვალეობა გამოიჩინოს თავშეკავება დემონსტრანტებზე რეაგირებისას, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს მომიტინგეების ხმას და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – აცხადებს იგი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.