ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციებზე დაკავებულთა მშობლები ხელისუფლებას მოუწოდებენ გაასაჯაროოს, რა ქიმიური ნივთიერება განზავდა აქციების დარბევის დროს წყლის ჭავლში - ამავე მოთხოვნით, მათ ხვალ, ფილარმონიასთან აქცია დააანონსეს

აქციებზე დაკავებულთა მშობლები ხელისუფლებას მოუწოდებენ გაასაჯაროოს, რა ქიმიური ნივთიერება განზავდა აქციების დარბევის დროს წყლის ჭავლში - ამავე მოთხოვნით, მათ ხვალ, ფილარმონიასთან აქცია დააანონსეს

პარლამენტთან აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებმა განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, პატიმრების მშობლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაასაჯაროონ იმ ქიმიური ნივთიერებების სახელწოდება, რომლებიც 2024 წლის აქციების დასაშლელად გამოიყენეს.
როგორც ისინი აცხადებენ, ამავე მოთხოვნით ხვალ, 6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან აქცია-მსვლელობა გაიმართება.
„ხვალ გავმართავთ აქციას და მოვუწოდებთ მარიონეტ ხელისუფლებას გაასაჯაროოს, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს. არ უარყოფენ, რომ გამოიყენეს ნივთიერება, მაგრამ ეს არ იყო მომწამვლელიო. თუ არ იყო მომწამვლელი, ჩვენ მოვითხოვთ, აღიარონ, რა იყო ეს ნივთიერება.
ჩვენ არ ვენდობით აქაურ გამოძიებას, ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას”,- ნათქვამია პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.