არქივი6 ივნისი, 2024, 00:54
აქცია ლოზუნგით “დაღალე რეჟიმი” დასრულდა
აქცია ლოზუნგით “დაღალე რეჟიმი”, “ქართული ოცნების” ოფისთან დასრულდა.
პროტესტის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისთან მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციიდან მივიდნენ. ისინი მანამდე პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზვიად ცეცხლაძე აცხადებს, დღევანდელმა აქციამ თავის მიზანს მიაღწია და მსგავსი პროტესტი პერმანენტული იქნება.
მისივე თქმით, შემდეგი აქცია უახლოეს დღეებში იქნება, რადგან მსგავსი პროტესტის ხშირად გამართვით მათი მიზანი - “დაღალე რეჟიმი” ეფექტურად მიიღწევა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.