ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული საბა მეფარიშვილი თავისუფალია

აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული საბა მეფარიშვილი თავისუფალია

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებული საბა მეფარიშვილი წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.
მას პროკურატურა სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავებოდა.
მეფარიშვილსა და ამავე საქმეზე დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილს საპროცესო შეთანხმება იანვარში გაუფორმდათ. ამის საფუძველზე, მათ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი პირობით მსჯავრად ჩაეთვალათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.