არქივი30 ნოემბერი, 2024, 00:37
აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სპეცრაზმი მოქალაქეებს ძალისმიერი მეთოდით აკავებს და წყლის ჭავლსაც იყენებს, ტვ პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა.
ტვ პირველის ინფორმაციით, გაფრინდაშვილს თავს სპეცრაზმი დაესხა. ის კლინიკაში გადაჰყავთ. ტვ პირველის ცნობით, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი და უჭირს სუნთქვა.
დაშავებულია ტელეკომპანიის ოპერატორიც.
formulanews.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.