აქციაზე არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის , საკრებულოს წევრი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი – მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
დაკავებულთა შორისაა , თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“.
დააკავეს ასევე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორდონის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 00:30-ზე დაიწყო.
თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ.
ამჟამად კვლავ ისმის გამაფრთხილებელი შეტყობინებაც, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს რუსთაველის გამზირს. დემონსტრანტებმა „ცისფერი გალერეისკენ“ გადაინაცვლეს, თუმცა არ იშლებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა: თქვენ რომ რესტორნებში 1700წლის აღსანიშნავად ხორაგს დაახვავებთ და კონფერენციებზე “სიბრძნეს” გადმოღვრით 6 მილიონად შეფასებულს, დარწმუნებული იყავით, ცალი თვალითაც არ შემოიხედავს იქ მაცხოვარი!

რაჟდენ კუპრაშვილი ლევან ახობაძის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე – გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება