აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – რატომ არ გადიან აქციაზეო და როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ამას არ დაექვემდებარნენ, მინდა ეს სხვებმაც შეძლონ

აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – რატომ არ გადიან აქციაზეო და როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ამას არ დაექვემდებარნენ, მინდა ეს სხვებმაც შეძლონ
„ამ დღეების განმავლობაში აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მცხეთელები არ გამოდიოდნენ აქციაზე, ანუ, მათ არ აინტერესებდათ სამშობლოს ბედი და ა.შ. სხვათა შორის, ამ ბულინგის არც ერთი ავტორი თავად მცხეთელი არ იყო“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ მცხეთელები, რომლებიც ყოველ დილას ეკლესიის სამრეკლოს ზარების რეკვაზე იღვიძებენ და სვეტიცხოვლის, დედათა მონასტრისა და ჯვრის მონასტრის ჩრდილქვეშ ცხოვრობენ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ და რწმენაზე თავდასხმასა და სამშობლოს ომში გახვევას მხარს უჭერდნენ. სწორედ ამიტომაც, ისინი ბულინგს არ დაექვემდებარნენ და აქციებს არ შეუერთდნენ.
„მე წარმოვადგენ მცხეთას – იქ დავიბადე და გავიზარდე და მინდა მცხეთელებს მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ სულ რამდენიმე კაცმა გაისეირნა სასტვენებით ხელში მცხეთაში და მათში არცერთი ადგილობრივი არ იყო. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მცხეთელები, რომლებიც ყოველ დილას ეკლესიის სამრეკლოს ზარების რეკვაზე იღვიძებენ და სვეტიცხოვლის, დედათა მონასტრისა და ჯვრის მონასტრის ჩრდილქვეშ ცხოვრობენ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ და რწმენაზე თავდასხმასა და სამშობლოს ომში გახვევას მხარს უჭერდნენ. მცხეთა იყო ის ადგილი, სადაც ხშირად საქართველოს ბედი წყდებოდა, სადაც მეფეთა საძვალეა განთავსებული. შესაბამისად, აქ მაღალი პასუხისმგებლობაც არსებობს. მინდა, როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ბულინგს არ დაექვემდებარნენ, ასევე, ეს ბევრმა შეძლოს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე