აქტივობა 10:00 საათისთვის: ლიდერობს ასპინძა 13.78%-ით, ყველაზე დაბალია მარნეულში – 5.92%

აქტივობა 10:00 საათისთვის: ლიდერობს ასპინძა 13.78%-ით, ყველაზე დაბალია მარნეულში – 5.92%
ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 10:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს.
არსებული ინფორმაციით, 10:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 324 197 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 9,27%-ია.
მათ შორის თბილისში ხმა მისცა 110,340-მა მოქალაქემ, რაც 10.07%-იანი აქტივობაა. ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალია აქტივობა ასპინძაში 13.78%, სადაც 10 საათისთვის ხმა 1346 მოქალაქეს ჰქონდა დაფიქსირებული. აქტივობა ყველაზე დაბალი იყო მარნეულში 5.92%-ით, სადაც ხმა 10 საათისთვის 6009 მოქალაქეს ჰქონდა მიცემული.
აქტივობა 10:00-ის მდგომარეობით:
შედარებისთვის წინა საპარლამენტო არჩევნებზე 10 საათის მდგომარეობით აქტივობა იყო 2012 წელს: 385 413 მოქალაქე / 10.66%; 2016 წელს: 293 047 მოქალაქე/ 8.34%, 2020 წელს: 292 587 მოქალაქე / 8.33%.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.