არქივი17 ნოემბერი 2025, 13:11
აქტივისტ ტასო ჯაფარიძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აქტივისტი ტასო ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, ტასო ჯაფარიძეს 1-ელ ნოემბერს რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.