აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ -ს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო

აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ -მს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შსს-მს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით არის დაწყებული, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ.
მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი. ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდარის შემდგომ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი