აქტივისტი ნენსი ვოლანდი 5000 ლარით დაჯარიმეს

აქტივისტი ნენსი ვოლანდი (ქრისტინე ბოტკოველი) სასამართლომ “გზის გადაკეტვის” საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
საქმე ეხება 26 იანვარს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციას. -ს მტკიცებით, ნენსი გზის სავალ ნაწილზე იდგა მაშინ, როცა ტერიტორიაზე საკმარისი რაოდენობის მოქალაქე არ იყო.
ნენსი ვოლანდი სამართალდარღვევის ჩადენას არ აღიარებს. მისი თქმით, ის ელოდებოდა პარლამენტისკენ მომავალ მარშს და მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა გზაზე, რაც გზა ბუნებრივად გადაიკეტა.
სხდომაზე ორივე მხარემ წარადგინა ვიდეო-მტკიცებულებები. დაცვის მხარემ – რუსთაველზე არსებულ აქციაზე მარშის შეერთების ვიდეო, ხოლო -მ – 112-ის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ნენსი ვოლანდის თვითმიზანი გზის გადაკეტვა არ ყოფილა.
“გადაკეტვა არის პროაქტიული ქცევა და არა სადღაც დგომა”, – განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა.
დაცვის მხარე, ასევე, მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული ორგანის მიერ არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, რომ მოქალაქეები გზიდან გადასულიყვნენ. არც პირადად ნენსი ვოლანდისთვის მიუთითებია რომელიმე პოლიციელს შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ და მიეცა გონივრული დრო, დაეტოვებინა ტერიტორია.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად