ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქტივისტი დავით ფუთურიძე ამბობს, უცხო პირები სახლთან თავს დაესხნენ

აქტივისტი დავით ფუთურიძე ამბობს, უცხო პირები სახლთან თავს დაესხნენ

აქტივისტი დავით ფუთურიძე აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ.
მისი თქმით, მას სახლთან 3 უცნობი პირი დახვდა, მათ შორის ერთ-ერთს პირბადე ეკეთა.
„ტელეფონზე ვლაპარაკობდი და დაბალმა [ტიპმა] მომიქანია ხელი და ტელეფონი დამაგდებინა. წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე და ამასობაში უკნიდან მომხვდა რაღაც საგანი, შევბარბაცდი და წავიქეცი. სახეზე ავიფარე ხელები და ალბათ, 2 წუთი მირტყამდნენ… არცერთი არ მეცნობოდა. მერსედესით დატოვეს ტერიტორია. ერთი შეგენება გავიგონე…
რა თქმა უნდა, პოლიტიკურ აქტივობას ვუკავშირებ. აქტიურად დავდივარ აქციებზე. გრაფიტების დაწერის გამო რომ მომიტაცეს, მესიჯი იყო, რომ გავჩუმებულიყავი, მაგრამ არ გავჩუმდი და გავაგრძელე აქტიურობა და რაღაცნაირად უნდა გამსწორებოდნენ. მოიფიქრეს ეს“, – განუცხადა „ტვ პირველს“ დავით ფუთურიძემ.
31 იანვარს პოლიციამ დავით ფუთურიძის სახლი გაჩხრიკა. როგორც აქტივისტმა მაშინ განაცხადა, მისი საცხოვრებელი სახლიდან ფეიერვერკი და ტანისამოსი ამოიღეს, რომელიც მას 28 იანვარს ეცვა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.