აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა „თავისუფლების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს და პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ

პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა „თავისუფლების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს და პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ – „ბოლომდე, ბოლომდე!”
ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადანაცვლებამდე წმინდა გიორგის მონუმენტს ცოცხალი ჯაჭვით წრე შემოარტყეს.
რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, სადაც მოქალაქეები უკვე 240-დღეზე მეტია იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა – აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო