აქტივისტები აცხადებენ, რომ აქციაზე ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირები პროვოკაციის მსხვერპლები გახდნენ

აქტივისტები აცხადებენ, რომ თორნიკე შოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პროვოკაციის მსხვერპლები არიან. დაკავებულებს ერთ პირზე ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, ბექა გოცირიძეს დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.
აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან