აქტივისტების ინფორმაციით, “ოცნების” ე.წ. ტიტუშკების რიგებში მერიაში დასაქმებული პირებიც არიან (ვიდეო)

აქტივისტების ინფორმაციით, “ოცნების” ე.წ. ტიტუშკების რიგებში მერიაში დასაქმებული პირებიც არიან, რომელთაგან ერთ-ერთ დაჩი ყიფიანია.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ყიფიანი მერიის თანამშრომელია და პარალელურ რეჟიმში, “ტიტუშკობასაც” ითავსებს.

სწორედ ყიფიანი ამოიცნეს აქტივისტებმა იმ პირებს შორის, ვინც 15 სექტემბერს 16 წლის შეიარაღებულ “ტიტუშკასთან” ერთად იმყოფებოდა.

16 წლის ბიჭი, ანუ არასწულწლოვანი რომ არის ამ ამბავში აგრეული, ეს არის ტრაგედია და აჩვენებს “ქართული ოცნებსი” სახეს. მეორე მხრივ არსებობს ეჭვები, რომ მეორე ადამიანი საჯარო უწყებაში არის დასაქმებული და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვიცით არაერთი ასეთი მაგალითი, როცა თავიანთი “ტიტუშკები” დასაქმებული ჰყავთ საჯარო უწყებებში და ხელფასს იღებენ ზუსტად ასეთი თავდასხმებისათვის. პრინციპში, ჩვენ თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ ეს იყო ორგანიზებული შეტევა და სავარაუდოდ, ისინი კალაძის შტაბიდან დაიძრნენ”, – აცხადებს აქტივისტი. 

აქციის მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმა 15 სექტემბერს მაშინ მოხდა, როცა ტრადიციულად საზმაუს მარში დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ მიემართებოდა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ დაპირისპირების მომენტში ერთ-ერთმა მოზარდმა იარაღის დემონსტრირება დაიწყო .

16 წლის შეიარაღებული პირი დააკავეს, თუმცა მალევე იზოლატორიდან გაუშვეს. საქმეზე გამოკითხულია ლევან ჯობავაც. მისი თქმითმაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მას დაუსვეს იმგვარი კითხვები, თითქოს ის თავად იყო “მოძალადე”. აქტივისტი მომხდარსაც იხსენებს და ამბობს, რომ თავიდან პოლიცია შეეცადა, ისე გამოეყვანა, თითქოს იარაღი მისი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია