აქტივისტების დაკავებების კადრები თავისუფლების მოედნიდან

თბილისის საკრებულოსთან ცოტა ხნის წინ ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით: “ბიძინა *ლეა? კი- არა”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს. მოგვიანებით კი პოლიციამ დააკავა 10-ზე მეტი აქტივისტი, რომლებიც ანალოგიური წარწერის ბანერებით თოშხუას სოლიდარობას უცხადებდნენ



🔻 სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარიამ მეყანწიშვილი, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარაძე, ია მელითაური, ნინი ნაჭყებია და მარინე ნანავა.