“აქვე დავნიძლავდეთ წილოსანის ბედზეო…” – რას წერს ნინო კალანდაძე

ვინაიდან მოგონებების კვირეული და ჯერ კიდევ ხუმრობის თავი მაქვს, ერთ ამბავსაც მოვოგონებ. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გრიგორიჩის “დუშკაბინას” რო უკვე დალაშქრული აქვს რეგიონები და ღალატის ყველა ფსკერი ჩახეული, მეგობრები აივანზე ვსხედვართ და პოლიტიკას მიმოვიხილავთ. სიტყვამ მოიტანა და ერთმა თქვა, რად უღირდათ ამ წილოსნებს ეს ამბავი, ხო მაინც სიის მოუსვლელში გადაისროლაო. მეთქი, მოიცა, წილოსანი გავა. რას ამბობო? შანსი არაა 60 ს ვერ გაიყვანსო? გავიფიქრე, რატომ ვერ გაიყვანს, რა ან ვინ დაუშლის ნეტათქო და ვუპასუხე 60 სკამსაც “გაიყვანს” და 60 პროცენტსაცთქო. მესამემ თქვა, მოდით ახლა, აქვე დავნიძლავდეთ წილოსანის ბედზეო. მე ვუთხარი, ბიძინას 61 ადამიანი თუ ვერ გაყავს, წაუგიათ რუსებს და რასაც გინდათ ვიკისრებ, თუ გინდათ მთელი სადაქალო ტაილანდში გადავფრინდეთ თებერვალში ჩემს ხარჯზეთქო. სად მქონდა ამის თავი, მარა ჩემი რა მიდიოდა?!
უფლებამოსილების ცნობამდე პატარა შანსი მრჩება წაგების. თებერვალში 10 ქალის გაკრეჭილი სახე თუ შემოგხვდათ აქ ფოტოებზე თბილი ქვეყნებიდან, იცოდეთ, რომ ქართული ბანკებიც გადაურჩენ სანქციებს, მეც კაი მსუყე კრედიტი მომცეს და ჩვენ ყველამ დამოუკიდებელ საქართველოში გავიღვიძეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს