ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აფხაზური მედია: ბიჭვინთის აგარაკის საკითხს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 28 დეკემბერს განიხილავს

ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის საკითხს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 28 დეკემბერს განიხილავს. ამის შესახებ DNAbkhazia ავრცელებს.

„საინტერესოა, რა მოუვათ აგარაკის გადაცემის შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ?“, - წერს გამოცემა.

ბიჭვინთის აგარაკის გარშემო კონფლიქტი უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ოკუპირებული რეგიონის ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები სოხუმის დე ფაქტო ლიდერს ასლან ბჟანიას რუსეთისთვის ამ ტერიტორიის გადაცემაში ადანაშაულებენ და ამას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას უწოდებენ.

აფხაზეთის მოსახლეობა ამბობს, რომ საქმე ეხება კორუფციულ გარიგებას, რომლის შედეგად „აფხაზური მიწა იყიდება“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.