აფხაზეთში უსაფრთხოების სისტემის კრიზისზე საუბრობენ

აფხაზეთის დედაქალაქში მომხდარი მორიგი სისხლიანი შემთხვევის შემდეგ, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აფხაზეთში უსაფრთხოების სისტემის კოლაფსზე მიუთითებენ.
„დღეს აფხაზეთის დედაქალაქში კვლავ დაიღვარა სისხლი. კიდევ ერთი მძიმე დანაშაული ნათლად მოწმობს უსაფრთხოების სისტემის სრული დეგრადაციის შესახებ ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციების შეფასებით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაკარგეს დანაშაულის პრევენციის უნარი და რეალური ქმედებების ნაცვლად ფორმალურ ღონისძიებებს მიმართავენ.
„უსარგებლო რეიდები, პომპეზური ანგარიშები და ფორმალური პრეს-რელიზები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო დანაშაულთან რეალურ ბრძოლასთან. წარმატებული ანგარიშების მიღმა იმალება მართვის პარალიზება და შეიარაღებული კრიმინალური ჯგუფების დაუსჯელობა“ ,- აცხადებენ ავტორები.
განცხადების თანახმად, აფხაზეთის მოქალაქეები დღეს „მუდმივ შიშში ცხოვრობენ“, რადგან „ადამიანები თავს არც ქუჩაში და არც საკუთარ სახლებში დაცულად ვერ გრძნობენ.“
ორგანიზაციები ადგილობრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს [დე ფაქტო – რედ.] ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უწყებამ „საზოგადოების ნდობა და საკუთარი მოვალეობის შესრულების უნარი მთლიანად დაკარგა.“
მათივე თქმით, “აფხაზეთის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს მკაცრი პოლიტიკური შეფასება უსაფრთხოების სტრუქტურების საქმიანობასთან დაკავშირებით“.
არ უნდა შეეგუოს დანაშაულის ქცევას ცხოვრების ნორმად. ყოველი გასროლა ეს არის დარტყმა ქვეყნის მომავალზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

ირაკლი ტაბლიაშვილი: ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა! ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს