აფხაზეთში საბრძოლო წვრთნები მიმდინარეობს – მედია

აფხაზური მედიის ცნობით, “აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებისა და ქვედანაყოფების 2025 წლის სასწავლო მომზადების გეგმის შესაბამისად, 7–18 ოქტომბრის პერიოდში ტარდება არტილერიის ნაწილების საველე წვრთნები საბრძოლო სროლით”
როგორც სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ანდრეი ლიუბოვსკიმ განაცხადა: „სწავლების მიზანია ქვედანაყოფების საბრძოლო თანხმობისა და საველე მომზადების სრულყოფა იმისათვის, რომ შეძლონ სხვადასხვა ამოცანის შესრულება სხვადასხვა ტიპის ბრძოლაში. ასევე მეთაურების პრაქტიკული უნარების ამაღლება ქვედანაყოფების განთავსების უზრუნველყოფის, საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისა და მათი საბრძოლო უზრუნველყოფის, არტილერიის ქვედანაყოფებისა და მათი ცეცხლის უწყვეტი მართვის, აგრეთვე საერთო სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედების ორგანიზებისა და შენარჩუნების მიმართულებით.“
საველე წვრთნებში, რომლებიც ტარდება საერთო-სამხედრო პოლიგონ „ცაბალში“, მედიის ცნობთვე, მონაწილეობენ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების არტილერიის ნაწილები და ქვედანაყოფები.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან