აფხაზეთში რუსეთმა საზღვაო ბაზაზე წვრთნები გამართა – DRI

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან ოთხ კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ბაზის ასაშენებლად 2023 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას DRI ავრცელებს.
DRI-ის ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე 10 და 11 იანვარს გაიმართა წვრთნები, სადაც იმიტირებული იყო პორტზე სარაკეტო და დამრტყმელი დრონებით მასობრივი იერიშების მოგერიება. რუსულ ღია წყაროებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული ბაზის მშენებლობა შესაძლოა 2024 წელს დასრულდეს.
პარალელურად, 2024 წლის 8 იანვრიდან აფხაზეთში, საოკუპაციო ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე პოზიციის გაძლიერების მიზნით, საფორტიფიკაციო სამუშაოები დაიწყო. თავდაცვითი პოზიციების აშენება სიღრმეშიც მიმდინარეობს – ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გულრიფშის რაიონებში ხდება ეშელონირებული თავდაცვითი პოზიციების მომზადება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ს ფედერაცია შესაძლოა აქტიურად ამზადებდეს ს საზღვაო აკვატორიის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს