ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აფხაზეთში დააკავეს კაცი, რომელიც მიტროპოლიტ დოროფეის თავს დაესხა

აფხაზეთში დააკავეს კაცი, რომელიც მიტროპოლიტ დოროფეის თავს დაესხა

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიტროპოლიტ დოროფეის თავს დაესხა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც დე ფაქტო შს სამინისტრო იუწყება, ოპერატიული მოქმედებების შედეგად სოხუმში 1988 წელს დაბადებული ირაკლი ბაგათელია დააკავეს.
ის 2024 წლის24 სექტემბერს აფხაზეთის უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე იძებნებოდა.
„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 24 სექტემბრის 11 საათზე ირაკლი ბაგათელია შევიდა სოხუმის უნივერსიტეტის შენობაში, სადაც დერეფანში, ერთ-ერთი აუდიტორიის წინ დიმიტრი დბარს (მიტროპოლიტ დოროფეის) სახეში დაარტყა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ბაგათელიას და მიტროპოლიტ დოროფეის შორის მანამდეც კონფლიქტი მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.