აფხაზეთი რუსული ელექტრონოერგიის მიღებას აჩერებს და ენგურჰესის გამომუშავებაზე გადადის
1 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსული ელექტროენერგიის მიღებას წყვეტს და სრულად გადადის საკუთარ რესურსზე, რომელიც ენგურჰესის მიერ გამომუშავდება. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედია ТАСС-ს Черноморэнерго-ს გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განუცხადა
მისი თქმით, 31 მარტს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, აფხაზეთში რუსეთიდან ენერგიის გადაცემა, რომელიც ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტს ავსებდა, შეწყდება.
"დღეს, 31 მარტს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე, აფხაზეთი რუსეთიდან ენერგიის მიღებას აჩერებს და სრულად გადადის ენგურჰესის გამომუშავებაზე. წყლის შემოდინების ზრდა და ჯვარის წყალსაცავში დონის მატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულიად ფარავს" - განაცხადა ჯინჯოლიამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.