ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას და ახალი პროგრამების დანერგვას გეგმავს

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას და ახალი პროგრამების დანერგვას გეგმავს

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას და ახალი პროგრამების დანერგვას გეგმავს, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდისა და პროგრამების გაფართოების საკითხებზე ისაუბრა.
"მიმდინარე წელს სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროგრამები, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას 100-მდე სამედიცინო სერვისს სთავაზობს. მომავალი წლისთვის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, იგეგმება თვისობრივად ახალი პროგრამების დანერგვა და არსებული პროგრამების გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებზე, არსებულ საჭიროებებზე და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.