ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტები ოჯახებს გადაეცათ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით, ოჯახებს გადაეცათ აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტები. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, დაკარგულთა ოჯახების წევრებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიაწოდეს ინფორმაცია ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით.
იდენტიფიცირების შემდეგ ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
„16 ოჯახს, ვისაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გაურკვევლობაში უწევდა ცხოვრება, მიეცა შესაძლებლობა, პატივი მიეგოთ თავიანთი გარდაცვლილი ახლობლებისთვის. ჩვენ ვუსამძიმრებთ ამ ოჯახების წევრებს“, - განაცხადა ICRC-ის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ანნ მონტავონმა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2010 წლიდან მოქმედებს აფხაზეთის ომის დროს და შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი. 2013 წლიდან 543 ადამიანის ნეშტებია მოძიებული, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.
დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1849 ადამიანი - სამხედრო და სამოქალაქო პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.