ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობითა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით, ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, ალი ქაან ორბაისთან ერთად, სოფელ რუხში ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოინახულა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, პროექტის ფარგლებში, ფახულანში, ჭალესა და რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონების ჩართულობით სასათბურე მეურნეობები მოეწყო, სადაც ადგილობრივი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დასაქმდება.
„ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების მოწყობა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.