აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროს კაროლინე რამაკერსა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ვილემ მიერტენს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობისათვის ევროკავშირის წევრობისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამასთანავე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაკავების თემა განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, ქართული დელეგაციისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?